ჩვენ შესახებ
საზღვარგარეთ ქართველ პროფესიონალებს შორის კავშირების დამყარება (Europe+Americas)
ჭადარი არის ქსელური საზოგადოება მათთვის, ვინც საქართველოდან არის წარმოშობილი ან უყვარს ეს ქვეყანა. ჩვენ ვმასპინძლობთ პლატფორმას ადამიანების ურთიერთობის, იდეების გაცვლისა და პროფესიული განვითარებისთვის.
რატომ
პროფესიონალ ქართველთა რიცხვი, რომლებიც კარიერას საზღვარგარეთ აგრძელებენ, იზრდება, ეს ხალხი ხშირ შემთხვევაში თავიანთი შრომისმოყვარეობით, ენერგიით და განვითარების სურვილით სცდებიან საკუთარი შესაძლებლობების საზღვრებს.
ძალიან კარგი იქნება თუ მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანები გავიცნობთ ერთმანეთს და გავაზიარებთ საზღვარგარეთ მუშაობისა და სწავლის, ასევე საზღვარგარეტ ყოველდღიური პრაქტიკული საკითხების გადაჭრის საუკეთესო გზებს.
სწორედ ამიტომ, 2022 წელს დავიწყეთ ქსელური ღონისძიებები ონლაინ ქართველი პროფესიონალებისთვის. ჩვენ ვაწყობთ ამ ღონისძიებას მოხალისეობრივ საფუძველზე, რადგან გვჯერა, რომ ნათელმა და ნიჭიერმა ქართველებმა ერთმანეთი უნდა იცნობდნენ.
მთავარი პრინციპი
ჩვენ გვინდა ავაშენოთ კავშირები საერთო პრინციპებზე დაყრდნობით. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს გარკვეული განსხვავებები შეხედულებებში , რადგან ჩვენ ყველანი უნიკალური ვართ , თუმცა ეს არ შეგვიშლის ხელს გამოცდილების გაზიარებაში.